www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

"ევროპროდუქტის" მარკეტების ქსელის უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, შესაბამისად კომპანიისათვის პრიორიტეტულია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: კახეთი, თელავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვისა და მარტივად მოგვარების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი განაწილება და კონტროლი
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** მომხმარებლისათვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზების უზრუნველყოფა
** მაღაზიაში პროდუქციის სიზუსტით მიღების პროცესის უზრუნველყოფა
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და მარაგების კონტროლი;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** მაღაზიის რეალიზაციის მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru