www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML ოფიცერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

"ბეთლაივი" არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პოტენციური რისკების იდენტიფიკაცია; 
** მომხმარებლების  იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება;
** მომხმარებლების გადამოწმება ტერორისტთა და/ან ტერორიზმის ხელშემწყობთა  საერთაშორისო სიებში, ასევე, შესაბამის ფინანსურ და სხვა ტიპის სანქცირებულ პირთა სიებში;
** საეჭვო გარიგებების დროულად იდენტიფიცირება და  ეფექტურად აღმოფხვრა;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება, ეკონომიკური, საბანკო, აუდიტორული ან იურიდიული მიმართულებით.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპანიის საიტზე არსებული პროდუქტების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიზის და რეპორტინგის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "AML ოფიცერი". 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru