www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/)  აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო  გამოცდილება იმპორტ მენეჯმენტში და ლოჯისტიკურ საკითხებში, სხვა შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
** გამოცდილება საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებაში;
** გამოცდილება შესყიდვების, პროდუქციის ნაშთების, გაყიდვების დაგეგმვასა და კონტროლში;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) კარგად ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
** პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის  მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვები/იმპორტ მენეჯმენტი, ლოჯისტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარება;
** საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა;
** სასაქონლო მარაგების ანალიზი და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** ბრენდის  განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა მუდმივი ტრეინინგი, სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა,  დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი.

პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული; სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (თვეში 2 შაბათი დასვენება, 2 შაბათი - სამუშაო);
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის.: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #86
ვებ-გვერდები: www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge

კანდიდატები გაივლიან რამდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათთან ერთად; "subject"-ში მიუთითეთ "უფროსი ბრენდ მენეჯერის" პოზიცია.    

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისათვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru