www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

პროექტების მენეჯერი ესაჭიროება კომპიუტერული და მობილური ტექნიკის ონლაინ მაღაზია "აზონს" - https://azon.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტებისა და ტენდერების მოძიება;
** კომერციული წინადადებების ჩამოყალიბება;
** პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი შეფასება;
** პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი სატენდერო წინადადების მოძიება, განხილვა და შეფასება სხვადასხვა მიმართულებით;
** სატენდერო წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
** მჭიდრო ურთიერთობის წარმოება კონტრაქტორ და ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;
** რისკების მართვა და კონტროლი მთელი სატენდერო პროცესის განმავლობაში;
** კომპლექსური ტექნიკური და სტრატეგიული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროექტებისა და ტენდერების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის კარგად ცოდნა - როგორც სამომხმარებლო, ასევე საბაზრო, (ფასების), თვალსაზრისით ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: საწყის ეტაპზე 700 ლარი;
** ბონუსი: მოგების 5%.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პროექტების მენეჯერი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru