www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აზომვითი სამუშაოების სპეციალისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მოცულობებისა და აზომვითი სამუშაოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო მოცულობების გამოთვლა არქიტექტურული, კონსტრუქციული დიზაინით
სამშენებლო მოცულობების ადგილზე აზომვა და პროექტთან იდენტიფიკაციაში მოყვანა
** პროექტის მენეჯერისა და ხარჯთაღმრიცხველის მითითებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო-საინჟინრო ან არქიტექტურის მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო მასალებისა და სპეციფიკაციების ცოდნა
** არქიტექტურული ნახაზების წაკითხვა
** საოფისე პროგრამების და არქიტექტურული (AutoCad; ArchiCad) პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru