www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: ალგი აუდიტი
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

"ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1500 დან -2500 ლარამდე კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ასევე კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა შესრულებული პროექტების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის მენეჯერისა და მმართველი პარტნიორის ხელმძღვანელობით აუდიტის პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება;
** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად აუდიტის პროცესის წარმართვა;
** აუდიტის მენეჯერის ყოველდღიური ინფორმირება აუდიტის მიმდინარეობის სტატუსის შესახებ;
** აუდიტის გუნდთან კომუნიკაცია და დავალებების დელეგირება;
** უმცროსი გუნდის წევრებისთვის ტრენინგის ჩატარება და მომზადება
** ურთიერთობა ახალ და არსებულ კლიენტებთან.
** აუდიტის პროექტის დოკუმენტირება და ფაილინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
** ACCA-ის II დონის სერტიფიკატის ფლობა;
** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, MS Excel);
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა.

დამატებითი პირობები:

** კონკურენტუნარიანი და მზარდი ანაზღაურება.
** კომფორტული სამუშაო გარემო და პირობები.
** 8 საათიანი სამუშაო დღე, შაბათ - კვირის გარდა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "უფროსი აუდიტორი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru