www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ას კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

სამშენებლო კომპანია შპს "ას ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანია - შპს "ას კონსტრაქშენი", პროექტი "დირსი", აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

უნარ-ჩვევები:

** 1C საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
** წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამის ცოდნა
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;
** მოწესრიგებული და დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** უმაღლესი განათლება;
** რუსული ენის ცოდნა.

P.S. უპირატესობა მიენიჭებათ წარმოებაში და მრეწველობაში სამუშაო სტაჟის მქონე ბუღალტრებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი კანონიერების და დროულად და სწორად გაფორმების კონტროლი;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება, შედარება და შედეგების ასახვა;
** ყოველდღიური საბუთების წარმოება და მათი ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, ზედნადებების გამოწერა-დამუშავება rs.ge-ზე მიღება), წარმოება და დაარქივება.
** საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონული ფორმით წარდგენა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ბუღალტრული გატარების (წარმოების, რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათ-კვირა დასვენების დღეები
** ანაზღაურება: 1500 ლარი NET

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@asgeorgia.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თემის გრაფაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru