www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტუმრების მიმღები
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

შპს "ჯითი მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სტუმრების მიმღების (Hostess) პოზიციაზე.

კომპანია "ჯითი მოტორსი" წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე: http://www.landrover-georgia.com; http://www.jaguar-georgia.com

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155, იაგუარ ლენდ როვერის ცენტრი.
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00 - 18:00, დასვენების დღე კვირა).

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (ვერბალური);
** რუსული და/ან სხვა ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ავტომობილის საერთო მოწყობილობის ზოგადი ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს შემოსული სტუმრის დახვედრა;
** შეუქმნას მომხმარებელს დადებითი შთაბეჭდილება და თავი აგრძნობინოს კომფორტულად;
** გარკვევით და გასაგებად დაამყაროს მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაუსვას შეკითხვები, გააანალიზოს მომხმარებლის მოთხოვნები და უზრუნველყოს მისი შემდგომი გადამისამართება გუნდის შესაბამის წევრთან;
** აუცილებელი ლოდინის შემთხვევაში შესთავაზოს სტუმარს გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა;
** ეფექტურად წარმართოს სატელეფონო საუბრები;
** ჩაიწეროს ყველა საჭირო მონაცემი მომხმარებლის შესახებ და აწარმოოს მათი ბაზა;
** კონსულტაცია გაუწიოს და დაეხმაროს მომხმარებელს ავტომობილისა და სხვა აქსესუარების შერჩევასა და შეძენაში.

ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები) და დამატებით ბონუსი (კომპანიაში არსებული ბონუსური სისტემის შესაბამისად).

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ მისამართზე vacancy@landrover.ge და გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტუმრების მიმღები).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru