www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: ინტელ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

ინტელექსპრესი აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

"ინტელექსპრესი" http://inteliexpress.net/ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ერთადერთი ქართული ფულადი გზავნილების კომპანია, საკუთარი ფილიალებითა და ლინცენზიებით ევროკავშირში და საქართველოში. წარმოდგენილია საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქსელით. ხოლო მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში წარმოდგენილია პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ფულადი გზავნილების გარდა, კომპანიის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს საბანკო ოპერაციების წარმოება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, საკრედიტო (სალომბარდე) სერვისის წარმოება, კონვერტაციები და მისთ.

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** პროგრამირების მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Microsoft.Net (.Net 3.5 და ზემოთ) პლატფორმაზე;
** .NET / C# ცოდნა და გამოცდილება;
** MS SQL Server ცოდნა და გამოცდილება;
** HTML, CSS, JavaScript, JQuery - სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ტექნიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ სივი მისამართზე career@intelexpress.ge 2019 წლის 3 მაისამდე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "პროგრამისტი".

კომპანია "ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru