www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის დიზაინერი
მომწოდებელი: ავეჯის სახლი ლაქშერი
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

ავეჯის სახლი "ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის დიზაინერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** აუცილებელია, გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: (3DsMax, AutoCAD, Adobe Photoshop.)
** ავეჯის დიზაინის შექმნა ( ნახაზები, ვიზუალი)
** მომხმარებლის კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** შეკვეთის მიღება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო დღეების რაოდენობა: კვირაში 5 დღე. (განიხილება ინდივიდუალური გრაფიკიც)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული (ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე)

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ საკუთარი მონაცემები (CV), ელექტრონულ მისამართზე: m.maisuradze@luxury.ge და მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ავეჯის დიზაინერი".

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 591 02 07 07 მარიამ მაისურაძე



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru