www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო ბლოგერი
მომწოდებელი: vlogger.ge
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

ბლოგერების და ვიდეო ენთუზიასტების საპრომოუტერო ცენტრი "vlogger.ge" ვიდეო ბლოგერებს ეძებს.

ცენტრის მთავარი მიზანია განავითაროს ვიდეო ბლოგინგი საქართველოში და მხარი დაუჭიროს სოციალური მედიის ენთუზიასტებს.

თუ დიდ დროს ატარებ YouTube-სა და მსგავს ვიდეო პლატფორმებზე, თუ თვალს ადევნებ სხვადასხვა თემატიკის მსოფლიოს პოპულარულ ბლოგერებს და რაც მთავარია თვლი რომ შენც გამოგივა, მაშინ გადადგი ნაბიჯი და შემოგვიერთდი!

ყველაფერი მარტივია!

მნიშვნელობა არ აქვს რა თემატიკა გსურს დაფარო, იქნება ეს მსოფლიო ტექნოლოგიური სიახლეები, მოგზაურობა, ისტორია, სპორტი და მისი მიმოხილვა, ავტო-მოტო ინდუსტრია, კულტურული ღონისძიებები, DIY ან/და სხვა ნებისმიერი თემა, რომელსაც თვლი რომ ფართო მასებისთვის საინტერესო იქნება, უბრალოდ გადაიღე ვიდეო და გამოგვიგზავნე.

თუ უკვე გაქვს ჩაწერილი ვლოგი, მაშინ უბრალოდ გამოგვიგზავნე ლინკი. ხოლო თუ არა მიჰყევი ინსტრუქციას და ზუსტად შეასრულე დავალება:

** აიღე ნებისმიერი ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა (ვებ კამერა, ვიდეო აპარატი);
** გადაიღე 5 წუთიანი რგოლი ნებისმიერი შენი საყვარელი თემის შესახებ, რომელსაც თვლი რომ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება;
** პირველი 1 წუთი გაგვაცანი შენი თავი;
** მომდევნო 3 წუთი - ისაუბრე აღნიშნული თემის შესახებ
** ბოლო 1 წუთი - შეაჯამე შენს მიერ არჩეული თემა
** ატვირთე ვიდეო YouTube-ზე და გამოგვიგზავნე ლინკი მისამართზე: vacancy@vlogger.ge

ანაზღაურება: გამომუშავებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 16 წელი
** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (სავალდებულოა);
** ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (სასურველია).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა;
** თვით-პრეზენტირების უნარი;
** მაღალი მოტივაცია და აქტივობა;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა.

ძალიან გთხოვთ, მხოლოდ CV-ებს ნუ გამოგვიგზავნით. განიხილება კანდიდატურები, რომელებიც ზუსტად გაეცნობიან ვაკანსიის მოთხოვნებს!

ჩვენი ელექტრონული ფოსტა: vacancy@vlogger.ge

"Vlogger.ge"-ს გუნდი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru