www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.argo.ge

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
სტრუქტურული ერთეული - ფინანსური დეპარტამენტი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესის ბუღალტრული ასახვა: წარმოების აქტების მომზადება, საწარმოო ნედლეულის შიდა გადაცემის ასახვა და ნაშთების კონტროლი;
** რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშება და კონტროლი;
** აქციზის და დამატებული ღირებულების გადასახადის დასაბეგრი ბაზის მონაცემების მომზადება;
** საექსპორტო ოპერაციების ბუღალტრული ასახვა;
** თანამშრომელთა ერთობლივი შემოსავლის დასაბეგრი ბაზების მომზადება და ბუღალტრული გატარება (თანამშრომელთა კვება, ტრანსპორტირება და ა.შ.)
** ბუღალტრული ანგარიშების დროულად შედგენა, საბუღალტრო საბუთების წარმოება, გაფორმება და დაარქივება.
** საბანკო ოპერაციების განხორციელება;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობების შესრულება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული ენა - სრულყოფილად, ინგლისური- მაღალ დონეზე, რუსულის ცოდნა ჩაითლება უპირატესად;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru