www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"  აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები:  ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00;  შაბათი 10:00 - 14:00.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრში მისული მომხმარებლების მომსახურება და მათი სადაზღვევო შემთხვევების მართვა;
** დაზღვეულების მიერ წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება და ჩაბარება;
** სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული ასახვა;
** გარკვეული ლიმიტის ფარგლებში (ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;
** მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
** მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება და/ან სტაჟირება სამედიცინო მომსახურების სფეროში;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2019 წელი.

სადაზღვევო კომპანია  "იმედი L"  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru