www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: დეტი
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

კერძო დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ თელავში კერძოდ წინანდალში HR - ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე!

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების წინსვლასა და განვითარებაზე. ახორციელებს მათ პროფესიონალურ გადამზადებას, რაც მიზნად ისახავს კომპანიის და გუნდის შემდგომ გაძლიერებას და გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 18-სთ-მდე, ანაზღაურება 500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება HR მიმართულებით
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** კადრების შერჩევის პროცესის ადმინისტრირება
** საბუთების შენახვა, განახლება, აღრიცხვა
** მონაცემთა ბაზის წარმოება და კონტროლი
** თანამშრომლებთან კომუნიკაცია და დროული რეაგირება მათგან მიღებულ მოთხოვნებზე/შეკითხვებზე
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება

თუ თქვენ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს 2019 წლის 3 აპრილიდან 30 აპრილამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV სასურველია ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "HR" და თქვენი სახელი, გვარი.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru