www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 4 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია - შპს "უნიმედი" აცხადებს  ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო  ადგილი:  თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები,ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების (მოგება-ზარალის უწყისი, ბალანსი, ფულის მოძრაობის უწყისი, დებიტორების და კრედიტორების რეპორტები, გაყიდვებისა და ხარჯების რეპორტი და სხვა) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი; 
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების, მიღების, გადაადგილების, განკარგვის, ჩამოწერის სამუშაოების ჩატარება, ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი;
** პერიოდული და რიგგარეშე ინვენტარიზაციის ჩატარება, აღრიცხვიანობა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და გადარიცხვების განხორციელება;
** სახელფასო, საბონუსე და სხვა უწყისების, ასევე მივლინების ხარჯების  დაანგარიშება, გადარიცხვების წარმოება და კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონული ფორმით მომზადება, სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** სხვადასხვა სახის საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** დირექტორის მიერ გაცემული სხვა საბუღალტრო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (ფასს) და საგადასახადო კოდექსის სიღრმისეული ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პრობლემებზე დროული რეაგირების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის  გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ ანაზღაურება ზრდადია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2019  წლის 1 მაისამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru