www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია "აი სი არ ტრეიდი" ევროპული ბრენდების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარებისა იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში.  კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს როგორიცაა: "ბატა", "ბამბინო", "ეკკო", "ჯეოქსი", "სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა", "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა", "ავ ლაბი", "კორსო იტალია", "ოკაიდი", "ჟაკადი", "პარფოისი". დღეისათვის კორპორაცია მართავს 80-მდე მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე  ქუთაისში, ბათუმში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

შპს "აი სი არ ტრეიდი"  აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი:  სრული, კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა;
** საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა.
** საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ​კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული, გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@icr.ge   30 აპრილის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:  კონსულტანტი თბილისში. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru