www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების მიმართულების უფროსი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად!

შპს "ზოდი" აცხადებს საცალო გაყიდვების მიმართულების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი, ზოდის ცენტრალური ფილიალი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ქსელის განვითარების სტრატეგიის ფორმირება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის ფორმირება;
** გაყიდვების დაგეგმვა, კონტროლი, რეპორტინგი;
** ქსელის მომგებიანობის მართვა და ზრუნვა მის მაქსიმიზაციაზე;
** ახალი ობიექტის გახსნამდე შესაბამისი გათვლების გაკეთება და მისი მიზანშეწონილობის შეფასება;
** არსებულ ობიექტზე რესურსების დამატება/შემცირება/ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მისი განხორციელების ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი;
** ქსელისთვის ინსტრუქციების მომზადება და მათი დანერგვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ობიექტებზე დაფიქსირებული პრობლემატური საკითხების დროულად გადაწყვეტის
** ობიექტებში ბიზნეს პროცესების გამართვა და მუდმივ დახვეწაზე მუშაობა; არსებული ბიზნეს პროცესების კოორდინირება არასტანდარტულ აქციებთან და ა.შ.
** გაწერილი სტანდარტების მუდმივ დახვეწაზე მუშაობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კოორდინირება, და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება და მოტივაციაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** საცალო ქსელსა და სხვა ორგანიზაციულ ერთეულებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სავაჭრო ქსელის გაყიდვების განყოფილებაში/დეპარტმანეტში;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** მართვის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 4 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru