www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: FitPass
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"FitPass" სპორტის, დასვენებისა და განტვირთვისთვის შექმნილი პროექტია. მისი დახმარებით, ერთი ბარათის (აბონიმენტის) მფლობელს ერთდროულად უამრავი სპორტული დაწესებულების სერვისების გამოყენება შეუძლია.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაო პროცესს
** ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებულ ჯგუფში მუშაობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა, პოტენციური პარტნიორების მოძიება
** მათი მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება
** მოლაპარაკების გამართვა, შეხვედრების დაგეგმვა, შეთავაზების პრეზენტაცია
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** არსებულ და შეძენილ პარტნიორებზე ზრუნვა და ექაუნთ მენეჯმენტი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@fitpass.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 აპრილამდე და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru