www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო რუმსი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

სასტუმრო "Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი;
პასუხისმგებელია: სამზარეულოს აღმასრულებელი სუ შეფის მიმართ;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

1. აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
2. შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
3. გამოიყენოს სასწორი და საზომი მოწყობილობები ინგრედიენტების ასაწონად;
4. დახმარება გაუწიოს მთავარ მცხობელსა და შეფ-მზარეულს;
5. უზრუნველყოს საცხობის მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
6. აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
7. გააკონტროლოს და უზრუნველჰყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
8. გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
9. დაესწროს ყველა ტრენინგს, რომელიც ტარდება სამზარეულოს თანამშრომლებისვის;
10. პასუხისგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
11. იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 4 მაისამდე
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. მოცემული სამუშაო აღწერილობა შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru