www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე "ისთ ფოინთისა" და დიდი დიღმის ფილიალებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** 1 C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გრაფიკი/ხელფასი: 3 დღიანი ცვლა 09:00 - 22:00 საათი;
ხელფასი: 500 ლარი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, (მაგ: მოლარე ისნის ფილიალში) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru