www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნესისა და ბიზნეს განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ედისონი
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

"Edison"-ის გუნდი ეძებს ბიზნეს განვითარების მენეჯერს თავისი მაღაზიათა ქსელისთვის - store.edison.ge.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის პროდუქციის ზრდის მიზნით სხვადასხვა ტიპის პროდუქტების მოძიება, შესყიდვა და ტესტირება ქართულ ბაზარზე;
** მარკეტინგის გუნდისთვის მიმართულების განსაზღვრა მიცემა და მიღებული შედეგების ანალიტიკა;
** პროექტებისა და ტენდერების მოძიება;
** კომერციული წინადადებების ჩამოყალიბება;
** პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი შეფასება;
** პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი სატენდერო წინადადების მოძიება, განხილვა და შეფასება სხვადასხვა მიმართულებით;
** სატენდერო წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
** მჭიდრო ურთიერთობის წარმოება კონტრაქტორ და ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;
** რისკების მართვა და კონტროლი მთელი სატენდერო პროცესის განმავლობაში;
** კომპლექსური ტექნიკური და სტრატეგიული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროექტებისა და ტენდერების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება retail (არ არის აუცილებელი იგივე ტიპის) ბიზნესის მიმართულებით.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00 საათამდე ან 10:00-19:00 საათამდე.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი ხელზე: საწყის ეტაპზე 1000 ₾ + მოგების 5% ან 1500 ₾ ფიქსირებული. ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@edison.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბიზნესისა და ბიზნეს განვითარების მენეჯერი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 579 49 48 46



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru