www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი/სტაჟირება
მომწოდებელი: ჩიკორი
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

ქართული ჩირების ბრენდი "ჩიკორი" ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქართულ ჩირს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ჩირის ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით, კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.

სტაჟიორის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს კომპანიაში მიმდინარე პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა.

ვაკანსია: სტაჟირება პროექტების მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ (სტუდენტების შემთხვევაში შესაძლებელია მოქნილი სამუშაო გრაფიკი)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
** კომუნიკაბელურობა
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** ენერგიულობა
** მიზანდასახულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

შერჩევის ფორმა:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Info@kareliagro.com და ელ. ფოსტის გამოგზავნისას "Subject" ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru