www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 50-ზე მეტი თანამშრომლით.

პოზიცია: ბუღალტერი - თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისიები, მიღება-ჩაბარების შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
** საწყობის აღრიცხვა (შესყიდვები, გასვლა, ჩამოწერა, გადაფასება, ნაშთების კონტროლი და ა.შ.)
** ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** საკადრო საკითხები (თანამშრომლის მიღება/გათავისუფლება, მივლინებები და ა.შ);
** კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** დოკუმენტაციის წარმოება "შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკის თანახმად";
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა "1C"-ში მუშაობის გამოცდილება
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა IFRS;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Word, Excel)
** რუსული/ინგლისური ენის ცოდნა.

საწყისი ანაზღაურება 1500 ლარი.

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფორმით მისამართზე: hr.ge@bs2.Lt და მეილის ველში სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების მითითება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru