www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

"UGT" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე  პროგრამული უზრუნველყოფისა და IT სერვისების დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.ugt.ge

ძირითადი საქმიანობა:

** ბაზრის  შესწავლა და კლიენტზე მორგებული პროდუქტის შერჩევა - შეთავაზება, განფასება;
** გაყიდვების გუნდის მართვა;
** ახალი პოტენციური კლიენტის მოძიება;
** კლიენტებისგან მიღებული შეკვეთების დროულად შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება სერვისის დიზაინისა და მიწოდების პირობების შესახებ;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვების გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით - ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტები, სხვადასხვა ტიპის მომსახურებები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word, PowerPoint);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კლიენტზე ფოკუსირებული და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებისა და  პრეზენტაციის  უნარი;
** კარგი გაყიდვების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 აპრილის ჩათვლით ელ. ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "გაყიდვების უფროსი მენეჯერი "

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება ი"უ-ჯი-თი"-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru