www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დრაივ ტესტის ინჟინერი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"ვიონის ჯგუფი" წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას დრაივ ტესტის ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** 2/3/4G რადიო ქსელის ტესტირება/დრაივ ტესტი
** რადიო ქსელის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი
** გეგმიური ანგარიშების მომზადება
** საბაზო სადგურების ოპტიმიზაცია, სიმაღლეზე სამუშაოების შესრულება (ფიზიკური და ლოგიკური პარამეტრების ოპტიმიზაცია)
** საბაზო სადგურების მონაცემთა ბაზის განახლება
** დრაივ ტესტის შედეგების პოსტ ანალიზი

თუ შენ:

** გაქვს ტელეკომუნიკაციების სფეროში, ინჟინერიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** მიღებული გაქვს უმაღლესი განათლება, სასურველია კავშირგაბმულობის მიმართულებით
** კარგად იცი მობილური კავშირგაბმულობის მუშაობის პრინციპები
** კარგად იცი Microsoft Office-ის პროგრამები და Google Earth
** ფლობ მართვის მოწმობას (B კატეგორია) და გაქვს ავტომობილის მართვის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება
** შეგიძლია სიმაღლეებზე მუშაობა
** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას და კარგად იცი ინგლისური ენა

და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 30 აპრილამდე.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს. ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას. პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru