www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფიჭური ქსელის დაგეგმარების ინჟინერი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"ვიონის ჯგუფი" წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ფიჭური ქსელის დაგეგმარების ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფიჭური ქსელის დაფარვის და მოცულობის დაგეგმარება
** დასაგეგმი საბაზო სადგურის ადგილის მოკვლევა და RSD (Radio Survey Data) ფორმაში შეტანა
** სპეციალური ღონისძიებებისთვის მობილური საბაზო სადგურის დაგეგმარება
** საჭიროების შემთხვევაში 2G/3G/4G მოცულობის გაფართოება/განახლებები
** ქსელის ფიჭის დამატებისა და შემცირების დაგეგმარება
** TRX / TRU დამატება / შემცირება
** ანტენის კონფიგურაციის შეცვლის დაგეგმარება

თუ შენ:

** გაქვს ტექნიკური განათლება, სასურველია ბაკალავრის ხარისხი კავშირგაბმულობის მიმართულებით
** სასურველია, გქონდეს სამუშაო გამოცდილება ქსელის დაგეგმარებისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით
** გაქვს GSM ქსელის საბაზისო ცოდნა
** საბაზისო დონეზე იცი რადიო სიხშირის გავრცელების პრინციპები
** გაქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ასევე სასურველია, გქონდეს 4x4 ავტომობილის მართვის გამოცდილება
** სასურველია, გქონდეს დაგეგმარების პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია, გქონდეს AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია, გქონდეს დრაივ ტესტის გამოცდილება
** შეგიძლია სიმაღლეებზე მუშაობა
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 30 აპრილამდე.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს. ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას. პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru