www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცვლის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: დანკინ დონატსი
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

ძვირფასო აპლიკანტო,

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი.

"ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ დონატსი"-ს განვითარებას აგრძელებს და თქვენ  საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - ცვლის სუპერვაიზერი  

მდებარეობა: სოფ. არგვეთა, თერჯოლის გადასახვევთან

ძირითადი მოვალეობები:

** საკვების უსაფრთხოების პროცედურების რესტორნის მომსახურე პერსონალისათვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი
** დილის ცვლაში  უნდა უზრუნველყოს რესტორნის გახსნა და ასევე საღამოს ცვლაში რესტორნის დახურვა, ხოლო დღის მანძილზე რესტორნის სწორი ფუნქციონირება.
** ინვენტარიზაციის სწორად წარმართვა
** ვალდებულია დაესწროს პროდუქტის მიღებას, აუცილებელია გადაამოწმოს პროდუქტის ვადები და პრობლემის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება
** გაუქმებული შეკვეთების დეტალური აღწერა, მომსახურების დროის დათვლა და ინციდენტების რეპორტის შედგენა
** პასუხისმგებელია დღის საოპერაციო გეგმის შედგენაზე და სწორ პოზიციონირებაზე
** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად.
** კომპანიაში დანერგილი მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და მათი ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook) (ჩაითვლება პრიორიტეტად).

პიროვნული მახასიათებლები: 

** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებულობა;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@wendys.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი 2019 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru