www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის  სპეციალისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW  ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო,  შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"  აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის  სპეციალისტის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვა
** პერიოდული ანგარიშის  მომზადება სამშენებლო პროცესებისა და ფინანსური საკითხების  შესახებ
** სამშენებლო პროექტის  განხორციელებისთვის საჭირო პროცესების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება  (სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელი მოთხოვნაა სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის წარმოება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა  ჩაითვლება პრიორიტეტულად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru