www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება:  სერვისის კონსულტანტი
მომწოდებელი: Wendys Georgia
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი.

"ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "ვენდის" განვითარებას აგრძელებს და თქვენ  საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "ვენდის" კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "ვენდის" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.wendys.ge/ge/wendys

ვაკანსია ცხადდება სერვისის კონსულტანტის (ქრიუ) პოზიციაზე გორში.

რატომ უნდა გახდე "ვენდის" გუნდის წევრი?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები
** ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ბურგერების და არა მარტო ბურგერების მომზადებას
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვაში, მომხმრებელთან ურთიერთობაში
** ჩვენთან ღიმილი მთავარია
** ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** თანამშრომლებისთვის 60%-მდე ფასდაკლება კვებაზე
** სტაბილურ შემოსავალს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას

ვაკანსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list 

და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანსია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  04.05.2019



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru