www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატრანსპორტო ქსელის ინჟინერი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"ვიონის ჯგუფი" წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო ქსელის ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელზე აღდგენისა და დაგეგმილი სამუშაოების ჩატარება;
** სატრანსპორტო ქსელის ექსპლუატაცია და განვითარება;
** ქვეკონტრაქტორებთან მუშაობა;
** კომპანიის მასშტაბით სატრანსპორტო სატელეკომუნიკაციო აპარატურის მონიტორინგი, საბაზო სადგურების, საკომუტაციო საშუალებების და სხვა დამხმარე მოწყობილობების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, დაუგეგმავი თუ დაგეგმილი სამუშაოების შესრულების კონტროლი;
** კომპანიის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზრუნვა;
** სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება (ტექნიკური მოწყობილობის მონტაჟი, კაბელების მონტაჟი და სხვა);
** კომპანიაში მიღებული სტანდარტების და პროცედურების ხარისხიანად და დადგენილი ვადების დაცვით შესრულება.

თუ შენ:

** გაქვს სატრანსპორტო სატელეკომუნიკაციო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** მიღებული გაქვს განათლება სატელეკომუნიკაციო ან ტექნოლოგიური მიმართულებით
** გაქვს გამზომი მოწყობილობებით მუშაობის გამოცდილება
** გაქვს სარელეო მოწყობილობებით მუშაობის გამოცდილება
** კარგად იცი PDH, SDH, WDM,MW, IP/MPLS ტექნოლოგიები
** გაქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** კარგად იცი ქართული და ინგლისური ენები და საშუალოდ - რუსული ენა
** შეგიძლია სიმაღლეებზე მუშაობა
** შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და პრობლემის ოპერატიულად გადაჭრა
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 30 აპრილამდე.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს. ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას. პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru