www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:30 - 18:30)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშო გარემოს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** IT პროექტების მიმართულებით მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური და პროფესიული ტერმინოლოგიის დონეზე ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** IT პროექტების დაგეგმვა და მენეჯმენტი
** პროექტების მოთხოვნის იდენთიფიცირება
** პროექტების ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი
** დამკვეთთან ურთიერთობა
** პროექტის გეგმის შემუშავება და კონტროლი
** პროექტების მიმდინარეობის კონტროლი და მონიტორინგი, რისკების მართვა, ხარისხის კონტროლი
** ტექნიკური დავალებების და სხვა დოკუმენტის მომზადება

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად მუშობის უნარი
** არსებული სისტემებისა და რესურსების ფარგლებში სამუშოს შეფასებისა და დაგეგმარების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი, სამუშოს შესრულების ვადების დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcleasing.ge; გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru