www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პ-სერვისი
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

შპს "პ-სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების  ცოდნა (Word, Excel);
** საბუღალტრო პროგრამა ORIS (ბუღალტერია);
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე;
** ინტერნეტ ბანკში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია, საგადასახადო კოდექსის ცოდნა და ცვლილებებზე დროული რეაგირების უნარი;
** აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** ყოველდღიური ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვა და  კონტროლი;
** ​ დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა კონტროლი;
** საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება გარეშე პირებთან, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და რეპორტის მომზადება;
** ხელფასების აღრიცხვა;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

მუშაობის განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე მისაღები)

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zazaji@gmail.com; ან a.levidze@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru