www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ცემენტის კომპანია
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 3 მაისი

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ მსოფლიო ბაზარზე ცემენტის წარმოებისა და რეალიზაციის გიგანტი ფრანგული კომპანია "LAFARGEHOLCIM"-ის პარტნიორი საქართველოში.

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ქ. ფოთში, ცემენტის ქარხანაში, ელექტრიკოსის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური ან პროფესიული განათლება ენერგეტიკის სფეროში;
** აუცილებელია უმაღლეს დონეზე ელექტრონული მოწყობილობების ცოდნა; (სასურველია ერკვეოდეს მანქანა-დანადგარების მექანიკურ საკითხებში)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ასაკი 23 -45 წლამდე;

ძირითადი მოვალეობები:

** დაბალი ძაბვის (0.4 კვ) სამრეწველო ქსელების კარგი ცოდნა;
** მაღალი ძაბვის(10 კვ) ქვესადგურის მომსახურება;
** ელექტრონული მოწყობილობების, ინსტრუმენტების და მანქანა-დანადგარების გამართული სამუშაო და ვიზუალური მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** მარტივი სირთულის ელ.სქემების წაკითხვა, ანალიზი და მისი განხორციელება;
** არსებული ელ.მოწყობილობების, ძრავების და მანქანა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;

აპლიკანტების შერჩევა იწარმოებს შემდეგი წესით:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი #2
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში

დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2019 წლის 03 მაისამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@gcco.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru