www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Tiffany Bar & Terrace
გამოქვეყნდა: 5 აპრილი / განცხადების ვადა: 4 მაისი

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი "ტიფანი ბარი" გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში "ტიფანი ტერასა".

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

"Tiffany Bar & Terrace" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე "ტიფანი ბარში" და "ტერასაზე".

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ასაკი: 18 წლიდან;
** სასურველია მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** არამწეველი.

სამუშაო განაკვეთი: 15 მორიგეობა თვეში, 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@riverside.ge და სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru