www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურიდიული მრჩეველი
მომწოდებელი: Georgia Investing
გამოქვეყნდა: 8 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

"Georgia Investing" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული მრჩევლის პოზიციაზე.

"Georgia Investing" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების სფეროში ოპერირებს. ვეძებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებში გამოცდილების მქონე თანამშრომელს, რომელიც დაიკავებს იურიდიული მრჩევლის პოზიციას.  

მოვალეობები:

** პროექტის იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფა;
** კლიენტებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** პროექტის მენეჯერთან და გაყიდვების ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა;
** პროექტების დაგეგმარებისა და იმპლემენტაციის ნაწილში იურიდიული საკითხების მოგვარება და პროექტის მენეჯერისათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** უძრავი ქონების სფეროში იურიდიულ მრჩევლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სხვა დამატებით უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული) ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00-მდე ან 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროშივე შედის ერთსაათიანი შესვენება).

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@openhubcenter.com და სათაურის ველში მიუთითეთ "იურიდიული მრჩეველი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru