www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურიდიული მრჩეველი
მომწოდებელი: Envirotech
გამოქვეყნდა: 8 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

"Envirotech" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული მრჩევლის პოზიციაზე.

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში სამი წელია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით შევძელით ამ მიზნის განხორციელება.

კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

მოვალეობები:

** სხვადასხვა პროექტის იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფა;
** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
** პროექტის მენეჯერთან და გაყიდვების ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა;
** პროექტების დაგეგმარებისა და იმპლემენტაციის ნაწილში იურიდიული საკითხების მოგვარება და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** უძრავი ქონების სფეროში იურიდიულ მრჩევლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სხვა დამატებით უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული) ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00-მდე ან 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროშივე შედის ერთსაათიანი შესვენება).

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@openhubcenter.com და სათაურის ველში მიუთითეთ "იურიდიული მრჩეველი". სხვა ენაზე შედგენილი რეზიუმეები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru