www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების დივიზიონის უფროსი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 8 აპრილი / განცხადების ვადა: 20 მაისი

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დივიზიონის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** დივიზიონის გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** დივიზიონის თანამშრომლების მართვა და კოორდინაცია;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების გეგმების შემუშავებაში ჩართულობა და მიმდინარე შესრულებების მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მისი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** გაყიდვების არხებისა და მეთოდოლოგიების მუდმივი განვითარება;
** კონკურენტული უპირატესობების მუდმივი შესწავლა და არსებულ პროდუქტებზე შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პერმანენტული შესწავლა და ანალიზი;
** თანამშრომლებისათვის, ახალ და არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კორპორატიულ გაყიდვებში ან/და სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ასევე, შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ლიდერობა და მიზანსწრაფულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** კოლეგიალურობა;
** ანალიტიკური უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მაისი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru