www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პიარ მენეჯერი
მომწოდებელი: gg
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

კომპანია "gg" არის აპლიკაციის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის ავტომობილის გამოძახების სერვისი. კომპანია ოპერირებს ოთხ ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, რუსეთი და ირანი. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს კომპლექსურ და მულტიფუნქციურ სატრანსპორტო მომსახურებას. მომხმარებელს აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია შეუკვეთოს  ნებისმიერი სახის გამოძახების სერვისი, ევაკუატორის, ნებისმიერი ზომის ტრანსპორტირება და ტაქსის სერვისი.

 ჩვენი პრიორიტეტია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მაღალი ხარისხის სერვისი შეთავაზება. ამჟამად კომპანია საქართველოშიც ფუნქციონირებს და ეძებს დიდი პოტენციალის მქონე, შრომისმოყვარე და იდეებით სავსე გუნდის წევრებს.

 კომპანია "gg" აცხადებს ვაკანსიას პიარ მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენის ფლობა.
** Facebook-ის გვერდის მართვის საფუძვლების ცოდნა.
** Facebook Ads-ის ცოდნა
** სხვა სარეკლამო პლატფორმების ცოდნა ჩაეთვლება პლუსად.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევის წარმოება, პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა
** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი, პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
** გაყიდვების ანალიზი; 
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა ლოიალურობის გაზრდა
** რეგულარული რეპორტინგი პლატფორმების მიხედვით; 
** სტრატეგიის შემუშავება, შესრულება;
** კომპანიის ვებ-გვერდის და სოციალური მედიის მართვა;
** სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის შეფასება;
** კომპანიის სოციალური და ციფრული პლატფორმების მართვა, კონტენტის შექმნის მენეჯმენტი, მონიტორინგი, ანალიზი;
** კომპანიის წარმოჩენა ციფრულ სივრცეში და ციფრული საკომუნიკაციო არხების მართვა (სხვადასხვა სოციალური მედია საშუალებები, ვებ-გვერდი, საძიებო სისტემები და სხვა); 
** სარეკლამო ტექსტების შედგენა (copywriting)
** ციფრული კამპანიებს დაგეგმვა, შესრულება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განხორციელება.

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა; 
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ინდივიდუალური.
კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, მერაბ ალექსიძის 1
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00/19:00.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: info@ggtaxi.ge.  წერილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ "PR Manager".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru