www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ქოუზი ქორნერი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 7 მაისი

რესტორანი "ქოუზი ქორნერი" ყაზბეგში აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგი.

ძირითადი მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:

** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 20-დან 35 წლამდე;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების რესტორნის დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული და სასიამოვნო გარეგნობა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** მაგიდების მომზადება;
** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება;
** საკვებისა და სასმელების შეკვეთის მიღება;
** საკვებისა და სასმელების სტუმრებისათვის მირთმევა;
** კერძებითა და მომსახურებით სტუმრების კმაყოფილების გადამოწმება და ნებისმიერი სახის ხარვეზის გამოსასწორებლად სათანადო ქმედება;
** ანგარიშის გადახდის კოორდინირება.

სამუშაო პერიოდი: 2019 წლის 20 ოქტომბრამდე.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს ფიქსირებულ ხელფასს, კვებასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით (3X4), არაუგვიანეს 2019 წლის 7 მაისისა, მისამართზე: restaurant.cozy@gmail.com და უნდა მიუთითონ წერილის თემის ველში ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru