www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მულტიბრენდულ მაღაზია/შოურუმს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაცია ადგილობრივ პარტნიორებთან - (ქართულად და ინგლისურად);
** პოტენციური კორპორატიული კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
** ახალი კლიენტების მუდმივი ძიება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და განმეორებითი შეკვეთების მიღება;
** კორპორატიული გაყიდვების გზებისა და მეთოდების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური და/ან რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** უმაღლესი განათლება;
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარიდან

დამატებითი ბენეფიტები:

** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ-კურსებზე დასწრება;
** მივლინებები ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru