www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ოპტიმისტი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

"ოპტიმისტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: გორი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 20-35 წ;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00, კვირაში ერთი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 400-დან 800 ლარამდე, დაწინაურების და განვითარების რეალური პერსპექტივით.

კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@geminioptics.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მაღაზიის კონსულტანტი - გორი").

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru