www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)
ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდიგნი" აცხადებს სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) ვაკანსიას:

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვები
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
** მარკეტინგული აქტივობების რეალიზაცია
** დაგეგმილი მიზნების მიღწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** მათემატიკური უნარ-ჩვევები

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელური, ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი,
** მიზანდასახული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა)

აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს და ავტომობილის ცვეთის ხარჯს).

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: bmukbaniani@sharm.ge. გთხოვთ,
მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "სავაჭრო წარმომადგენელი - ქუთაისი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru