www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

გრაფიკული დიზაინერი ესაჭიროება ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მულტიბრენდულ მაღაზია/შოურუმს.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ მედია მენეჯმენტში ჩართულობა;
** ბეჭდვური და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** ვებ გვერდზე ასატვირთი ფოტო მასალების მომზადება;
** სარეკლამო დიზაინის შექმნა;
** ბრენდბუქზე მუშაობა;
** პოლიგრაფიული მასალების შექმნა და საბეჭდად გამზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe illustrator, Adobe photoshop, Corel Draw, PhotoIllustrator Indesign);
** აუცილებელია გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარიდან

დამატებითი ბენეფიტები:
უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებზე დასწრება;
მივლინებები ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გრაფიკული დიზაინერი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru