www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება კომპანია "ლიდერ ჯგუფს" - პრაქტიკული ბუღალტერიის ცენტრს.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** კლიენტების მოძიების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** კლიენტებთან დაკავშირება სატელეფონო ზარებისა და ელ.ფოსტის საშუალებით, შეხვედრების ორგანიზება;
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი: 400 ლარი;
ბონუსი: რეალიზებული სერვისების 4%.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი ("ლიდერ ჯგუფი").

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru