www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: თისითი კონსალტინგი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

შპს "თისითი კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

შესასრულებელი სამუშაოები:

** სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა/ინსპექტირება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზი;
** სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (დიპლომირებული მედიკოსი, ექიმი-რეზიდენტი, ექიმი);
** სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლა/ინსპექტირებაში მუშაობის გამოცდილება და/ან სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვაში მუშაობის გამოცდილება;
** ანალიზის და ანგარიშის მომზადების უნარი შესწავლილ დოკუმენტაციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული, აქტიური, ოპერატიული და ხარისხიანი მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის და კეთილსინდისიერი მუშაობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო დრო: სრული სამუშაო განაკვეთი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tctconsulting18@gmail.com

განაცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 მაისი.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ წინამდებარე მოთხოვნების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru