www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბ.ლ. გრუპი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

შპს "ბ.ლ. გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** საბუღალტრო პროგრამა ORIS (ბუღალტერია) მაღალ დონეზე;
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე;
** აუცილებელია, საგადასახადო კოდექსის ცოდნა და ცვლილებებზე დროული რეაგირების უნარი;

მოვალეობები:

** ყოველდღიური ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვა და კონტროლი;
** ​ დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა კონტროლი;
** საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვა;
** ხელმძღვანელობისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და რეპორტის მომზადება;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მიზანდასახულობა.
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;

მუშაობის განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10 საათიდან 19 საათამდე. კვირას საჭიროების მიხედვით. შაბათი დასვენება.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: b.l.grupi2019@gmail.com ან Mikheiliobidze1993@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru