www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი, საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "უნიკომი " დაარსდა 2005 წელს, ბაზარზე გამუდმებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად კომპანიამ წარმატებით მოახერხა დამკვიდრება და მოწინავე პოზიციების დაკავება, დღესდღეობით უნიკომი-ს მაღაზიათა ქსელს გააჩნია სამი საკმაოდ პროგრესირებადი მაღაზია ქუთაისში და ახალი მაღაზია ზესტაფონში.

"უნიკომი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

1. გაყიდვების კონსულტანტი

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული ტექნიკის მოხმარების უნარ-ჩვევები;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი;
** მოტივაცია, ორგანიზებულობა და ენერგიულობა.

ფუნქცია მოვალეობები:

** პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა მომხმარებლისთვის;
** პროდუქციის მარაგების მუდმივი კონტროლი;
** მაღაზიის იერსახეზე ზრუნვა, თაროებზე ტექნიკის განლაგება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული (სასურველია)
** ინგლისური (სასურველია)

2. საწყობის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, მითვლა, დაბარკოდება, დასაწყობება;
** პროდუქტის აგროვებისა და კონტროლის ხარისხის უზრუნველყოფა დასახული მიზნების შესაბამისად;
** შიდა შეკვეთების მიღება შეგროვება და მიწოდება;
** პროდუქტის აგროვების და კონტროლის პროცესის და სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტე;
** საწყობის პროდუქტიულობის შეფასება და რეპორტინგი;
** დეპარტამენტის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების გაწევა;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** სასაწყობო მეურნეობის გაუმჯობესება კომპანიის მიზნების შესაბამისად;
** ადამიანური რესურსების განსაზღვრა, სასაწყობო მეურნეობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** საწყობის თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, ხელმძღვანელობა და კოორდინირება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** MS office პროგრამების კარგად ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა(სასურველია)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** საორგანიზაციო უნარ/ჩვევები;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@unicom.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru