www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე თბილისის, ზუგდიდის, ბათუმისა და ზესტაფონის ფილიალებში.

სამუშაო განაკვეთი - სრული.

საქმიანობის აღწერა:

** კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
** ამანათების მიღება-გაცემა; საწყობისა და ქოლ ცენტრის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;
** კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ფულთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 10 მაისამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი რეგიონი, მაგ: "ოპერატორი. ზესტაფონი" ან "ოპერატორი. ზუგდიდი." წინააღმდეგ შემთხვევაში, სივები ვერ განიხილება.

კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru