www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: ბრენდ მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები:

** ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
** მაღაზიათა ქსელის პერსონალის ინფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება და გაცნობა/პროდუქტების შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმების შედგენა; გაყიდვების მონიტორინგი; გაყიდვების სტიმულირება;
** მარაგების მართვა;
** პარტნიორებთან ურთიერთობა; მოლაპარაკებების წარმოება; ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და მართვა
** პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა
** რეპორტინგი.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების და/ან მსგავს დარგში;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru