www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლექტორი-ბიოქიმიის ინგლისურენოვანი კურსი
მომწოდებელი: თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თსა-ს მისიაა გაზარდოს თანამედროვე ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების მქონე სამედიცინო დარგის პროფესიონალები სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის გზით.

თსა-ს ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - "მედიცინა" ცხადდება მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი ბიოქიმიის სასწავლო კურსზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დიპლომირებული მედიკოსი;
** დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** ინგლისური ენა (სავალდებულო);
** პედაგოგიური გამოცდილება (სასურველია);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

** ავტობიოგრაფია (CV);
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2019 წლის 30 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი ბიოქიმიაში").

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru